ბლინკენი: ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტებს შორის მკაფიო კავშირები არსებობს

ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტებს შორის მკაფიო კავშირები არსებობს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სენატის ასიგნებების კომიტეტის მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე მტკიცებით, ირანის მხარდაჭერით რუსეთის გამარჯვების დაშვება გაამხნევებს როგორც მოსკოვს, ასევე თეირანს.

„მას შემდეგ, რაც ჩვენ გავწყვიტეთ რუსეთის ტრადიციული საშუალებები თავისი სამხედროების უზრუნველყოფისთვის, ის უფრო და უფრო მიმართავს ირანს დახმარებისთვის. სანაცვლოდ, მოსკოვმა ირანს მიაწოდა სამხედრო ტექნოლოგია, რომელიც საფრთხეს უქმნის ისრაელის უსაფრთხოებას“, – განაცხადა ბლინკენმა.

გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა ისრაელისა და უკრაინისთვის დახმარების ერთ პაკეტში დამტკიცების მნიშვნელობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები