გერმანიის თავდაცვის მინისტრი: უნდა შევეჩვიოთ იმ აზრს, რომ ევროპაში ომის საშიშროება შეიძლება, წარმოიშვას

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, ევროპაში ომის საფრთხე არსებობს და გერმანია თავდაცვისთვის მზად უნდა იყოს.

„ჩვენ უნდა შევეჩვიოთ იმ აზრს, რომ ევროპაში ომის საშიშროება შეიძლება, წარმოიშვას.

რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინაში განაპირობა ის, რომ ჩვენი ქვეყანა ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდა, რომელსაც ის 30 წელია, გადაეჩვია. კერძოდ ის, რომ ევროპაში აგრესორის მხრიდან ომის საფრთხე არსებობს. ჩვენ ამისთვის ფსიქოლოგიურად მზად არ ვართ.

გერმანია მზად უნდა იყოს თავდაცვისთვის. ჩვენ უნდა შეგვეძლოს ომი, თავდაცვითი ომი“, – აღნიშნა პისტორიუსმა.

მისი თქმით, უახლოეს წლებში იქნება საუბარი გერმანიაში შექმნილი სპეციალური ფონდის ბუნდესვერის მხარდასაჭერად გამოყენებასა და შეიარაღებული ძალების სტრუქტურების რეორგანიზაციაზე, თუმცა, გასული 30 წლის შეცდომების გამოსწორებას დრო დასჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები