ღაზას სექტორში, 7 ოქტომბრის შემდეგ, გაეროს 64 თანამშრომელი დაიღუპა

ღაზას სექტორში, 7 ოქტომბრის შემდეგ, გაეროს 64 თანამშრომელი დაიღუპა

ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტო ავრცელებს.

30 ოქტომბერს განხორციელებული იერიშების შედეგად, გაეროს სააგენტოს თანამშრომელი, მისი მეუღლე და 8 ბავშვი დაიღუპნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი სახლში იმყოფებოდნენ.

სააგენტოს წარმომდგენლების ინფორმაციით, ის 450 თავშესაფარი, რომელსაც ღაზის სექტორში გაერო აკონტროლებს, გადავსებულია, რის გამოც თავშესაფრებში სხვადასხვა დაავადების გაჩენის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები