უკრაინაში ბოლო ერთ დღეში 870 რუსი სამხედრო დაიღუპა – უკრაინის გენშტაბი
უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, რუსეთმა 300 810 ჯარისკაცი დაკარგა, მათ შორის – მხოლოდ 870 ბოლო ერთ დღეში.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
რაც შეეხება მატერიალურ დანაკარგს, განადგურებულია: 5 211 ტანკი, 9 804 ჯავშანტექნიკა, 9 590 ავტომობილი და საწვავის ავზი, 7 227 საარტილერიო სისტემა, 844 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 562 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 321 თვითმფრინავი, 324 ვერტმფრენი, 5 440 დრონი, 20 გემი/კატერი და 1 წყალქვეშა ნავი.