როგორ მიმდინარეობს ღაზაში ისრაელის სახმელეთო ოპერაცია – IDF-ის უახლესი ანგარიში
ისრაელის თავდაცვის არმიამ (IDF) ღაზას სექტორში “ჰამასის” და სხვა დაჯგუფებების წინააღმდეგ დღეს, 31 ოქტომბერს სახმელეთო ოპერაცია დაიწყო
როგორც გენერალ-მაიორმა იარონა ფინკელმანმა თქვა, “ჩვენი მიზანია გამარჯვება. რაოდენ ხანგრძლივი ან რთული იქნება ბრძოლა, გამარჯვების გარეშე სხვა შედეგი ვერ იქნება”.
მანამდე, ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ “ჰამასის” წინააღმდეგ ბრძოლის მესამე ეტაპი იწყება.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ “ჰამასი” სახმელეთო ბრძოლაში იყენებს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს და ტყვიამფრქვევებს.
ისრაელის სამხედროები ღაზაში მოქმედებებს აფასებენ, როგორც “ნელ და ფრთხილს”.
IDF-ის სპიკერის, ჯონათან კონრიკუსის თქმით, “ჰამასის” მებრძოლები ისრაელის სამხედროებს ხმელეთიდან და ჰაერიდან ესხმიან.
IDF-ი ურტყამს „ღაზას სექტორის ყველა ნაწილს“, მაგრამ თავდასხმებს ამახვილებს ღაზას ჩრდილოეთზე, რომელსაც „ჰამასის ბირთვია“.
„ვნადირობთ მათ მეთაურებზე, ვუტევთ მათ ინფრასტრუქტურას და მნიშვნელოვან სამიზნეებს ვანადგურებთ”, – თქვა მან.