სტამბოლში, აია-სოფიას მეჩეთში შესვლა ფასიანი გახდება

თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა, მეჰმედ ნური ერსოიმ განაცხადა, რომ ტურისტებისთვის სტამბოლში, აია სოფიას მეჩეთში შესვლა 2024 წლის 15 იანვრიდან ფასიანი გახდება.

მისივე თქმით, თურქეთის მოქალაქეებისთვის მეჩეთში შესვლა ისევ უფასო იქნება.

მინისტრის განმარტებით, “გადაწყვეტილება ეფუძნება იუნესკოს რეკომენდაციას, რომელმაც მეჩეთში შესვლის მართვის გეგმის შემუშავება მოითხოვა”.

ერსოის განმარტებით, 15 იანვრიდან ტურისტებისა და ადგილობრივებისთვის ცალ-ცალკე შესასვლელი იქნება, გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით.

ამასთან, მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რამდენი ეღირება მეჩეთში შესვლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები