ეკა ბესელია: სააკაშვილს და მის გუნდს პროვოკაციებით, ძალაუფლების დაბრუნება სურთ

როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი ასეთ განცხადებას აკეთებს, ეს იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული ფაქტები არსებობს, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ეკა ბესელია შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, “ნაციონალური მოძრაობა” ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნას გეგმავს.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს ყველა ფორმითა და მეთოდით სურთ, დაიბრუნონ ძველი გავლენა და ძალაუფლება. „როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც ინფორმაციაზე ყველაზე მეტი წვდომის შესაძლებლობა აქვს, ასეთ განცხადებას აკეთებს, ეს იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული ფაქტები არსებობს, რაც ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს ყველა ფორმითა და მეთოდით, ყველა ხერხით და საშუალებით, ქაოსური და პროვოკაციული სურათის შექმნით სურთ, დაიბრუნონ ძველი გავლენა და ძალაუფლება. ვიცით, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაწყებულია. როგორც ჩანს, არსებობს ამ გამოძიების დაწყების საკმარისი საფუძველი – ხელისუფლების უკანონოდ ხელში ჩაგდების კვალიფიკაციით“, – განაცხადა ბესელიამ. შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე აცხადებს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სააკაშვილის დავალებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში პროვოკაციების მოწყობას გეგმავს. მისივე თქმით, ქვეყანაში სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მზადების თაობაზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები