ნიკოლოზ შარაძემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ დიმიტრიოს კარაბალისს უმასპინძლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ნიკოლოზ შარაძემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელ დიმიტრიოს კარაბალისს უმასპინძლა.

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, შეხვედრას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოპერაციების დანაყოფის ხელმძღვანელის მოადგილე დეკლან განონი და პოლიციის მეკავშირე ოფიცერი მონიკა ოლჟევსკა ესწრებოდნენ.

“გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სასაზღვრო პოლიციის ამოცანებზე, სახელმწიფო საზღვარზე არსებულ ვითარებაზე, უწყების გამოწვევებზე, მიღწევებსა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. ასევე, ხაზი გაესვა საქართველოსთვის მისიის საქმიანობის მნიშვნელობას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები