საქართველო-საუდის არაბეთის ერთობლივი ბიზნეს საბჭოს პირველი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა
“საქართველო-საუდის არაბეთის ერთობლივი ბიზნეს საბჭოს პირველი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა”, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სავაჭრო პალატა ავრცელებს.
“შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ გახსნა. საბჭოს ამოცანა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და ინვესტიციების წახალისება იქნება. საბჭოს წევრებად წამყვანი ბიზნესები და ორგანიზაციები შეირჩნენ, რომლებიც შემდგომ ბიზნეს კავშირებს დაამყარებენ და ინვესტიციებს განავითარებენ.
სხდომას ორი ქვეყნის სხვადასხვა , მათ შორის ენერგეტიკის, უძრავი ქონების, მეტალურგიის, ინვესტიციების, ტურიზმის, ენერგეტიკის, სამშენებლო და საბანკო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნეს საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით, შესაბამისი მემორანდუმი დღეს, “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი”-ს ფარგლებში გაფორმდა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.