განხორციელდა დარტყმები „ჰამასის“ ობიექტებსა და დაჯგუფების რამდენიმე წევრზე – ისრაელმა ღაზის სექტორში ღამით მორიგი რეიდი ჩაატარა

ისრაელმა ღაზის სექტორში ღამით მორიგი რეიდი ჩაატარა. ეს ზედიზედ მეორე ღამეა, როდესაც ისრაელის თავდაცვის ძალები ანკლავში სახმელეთო რეიდს ატარებენ.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, რეიდში მონაწილეობდნენ ქვეითები, საბრძოლო ინჟინერია და ჯავშანტექნიკის ძალები. მათ საჰაერო მხარდაჭერას ისრაელის დრონები და საბრძოლო შვეულმფრენები უზრუნველყოფდნენ.

რეიდი ქალაქ ღაზის აღმოსავლეთ რაიონში ჩატარდა, რა დროსაც განხორციელდა დარტყმები „ჰამასის“ ობიექტებზე, მათ შორის, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებსა და სამეთაურო ცენტრებზე. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დარტყმები განხორციელდა ასევე დაჯგუფების რამდენიმე წევრზე.

ისრაელში აცხადებენ, რომ რამდენიმესაათიანი ოპერაციის შემდგომ ყველა ისრაელელის სამხედრო ძალამ დანაკარგის გარეშე დატოვა ღაზის სექტორი.განხორციელდა დარტყმები „ჰამასის“ ობიექტებზე და დაჯგუფების რამდენიმე წევრზე – ისრაელმა ღაზის სექტორში ღამით მორიგი რეიდი ჩაატარა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები