ახლო აღმოსავლეთში თავდაცვითი ძალების გასაძლიერებლად 900-მდე ამერიკელი ჯარისკაცი ჩავიდა

Soldiers with Alpha Troop, 1st Battalion, 6th Infantry Regiment, 2nd Armored Brigade Combat Team, 1st Armored Division, make their way to a oil production facility to meet with its management team, in Central Command (CENTCOM) area of responsibility, Oct. 27,2020. The soldiers are in Syria to support Combined Joint Task Force-Operation Inherent Resolve (CJTF-OIR) mission. CJTF remains committed to working by, with and through our partners to ensure the enduring defeat of Daesh. (U.S. Army photo by Spc. Jensen Guillory)

ირანთან დაკავშირებული ჯგუფების მხრიდან გახშირებული თავდასხმების ფონზე, 900-მდე ამერიკელი ჯარისკაცი ახლო აღმოსავლეთში თავდაცვითი ძალების გასაძლიერებლად ჩავიდა.

როგორც პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პატრიკ რაიდერმა განაცხადა, გასულ კვირას აშშ-ისა და კოალიციის ჯარებს, სულ მცირე, 12-ჯერ დაესხნენ თავს ერაყში და ოთხჯერ – სირიაში.

21-მა ამერიკელმა სამხედრომ მსუბუქი დაზიანებები მიიღო, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას ტვინის ტრავმული დაზიანებები აღენიშნება.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ აიღო. თავის მხრივ, სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები