ისრაელის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ დაგეგმილი სახმელეთო ოპერაცია მალე დაიწყება

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი პირობას დებს, რომ ისრაელი ღაზას სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში გაიმარჯვებს.

მისი თქმით, დაგეგმილი სახმელეთო ოპერაცია მალე დაიწყება.

„გადამწყვეტ მომენტში ვართ. ეს არის ომი ჩვენი სახლისთვის და ჩვენ გავიმარჯვებთ. ან ჩვენ, ან ისინი. ომის დამატებითი ეტაპებიც დადგება, საამისოდ პირობებს ვქმნით და განვახორციელებთ. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ისრაელის სახელმწიფო გაიმარჯვებს ამ ბოროტ მტერზე – ბოროტების ამ განსახიერებაზე“, – განაცხადა გალანტმა.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ აიღო. თავის მხრივ, სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები