დავით არახამია: ჩვენ ვხსნით ახალ დონეს – კანონს ლობირების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაციებმა თავიანთი დონორების შესახებ ინფორმაცია უნდა წარადგინონ

უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ ლობირების შესახებ კანონპროექტის წარდგენა დააანონსა. ამის შესახებ მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ჩვენ ვხსნით ახალ დონეს – კანონს ლობირების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ყველა შესაბამისმა ორგანიზაციამ და პირმა უნდა წარადგინოს მონაცემები თავისი დონორებისა და თანხების შესახებ კორუფციის პრევენციის ეროვნულ სააგენტოში“, – წერს არახამია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები