„ჰამასი“ აცხადებს, რომ ღაზაში ისრაელის ავიადარტყმებს 50-მდე მძევალი ემსხვერპლა

პალესტინური დაჯგუფება „ჰამასის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზაში ისრაელის ავიადარტყმებს 50-მდე მძევალი ემსხვერპლა.

როგორც გამოცემა BBC-ი იუწყება, აბუ ობეიდას დამატებითი დეტალების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

აღსანიშნავია, რომ ისრაელის სამხედროებმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი 224 მძევალის შესახებ განაცხადეს.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ აიღო. თავის მხრივ, სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები