„ჰამასის“ დელეგაცია ვიზიტით მოსკოვში იმყოფება

როგორც Reuters-ი წერს, ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტოები საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყებიან.

მედიის ცნობით, დელეგაციას „ჰამასის“ პოლიტბიუროს წევრი აბუ მარზუკი ხელმძღვანელობს.

„შედგა კონტაქტები ღაზას სექტორში უცხოელი მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ რუსული ხაზის გაგრძელებაში. ასევე განიხილეს პალესტინის ანკლავის ტერიტორიიდან რუსი და სხვა უცხოელი მოქალაქეების ევაკუაციის უზრუნველყოფის საკითხები“, – წერს TASS-ი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები