გარემოს დაცვის სამინისტრო წლის ბოლომდე გამოყოფილ თანხებს სრულად დახარჯავს

    საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო წლის ბოლომდე გამოყოფილ თანხებს სრულად დახარჯავს. ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც სამინისტროში განმარტავენ, ბიუჯეტის ათვისება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, წლის ბოლომდე კი საბიუჯეტო სახსრებს სამინისტრო აუცილებლად აითვისებს და ყველა დაგეგმილ პროგრამას განახორციელებს.
“პრესაში გავრცელდა ინფორმაცია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორი კვარტლის შედეგების შესახებ, რატომღაც აქცენტი კეთდება 6 თვის ბიუჯეტის შეუსრულებლობაზე, მაშინ როცა, დღეის მდგომარეობით შეგვიძლია უკვე დარწმუნებით განვაცხადოთ, რომ სამი კვარტლის შესრულება 90%-ი იქნება. ბიუჯეტის ათვისება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, წლის ბოლომდე საბიუჯეტო სახსრებს აუცილებლად ავითვისებთ და ყველა დაგეგმილ პროგრამას განვახორციელებთ. სამინისტროს ახალი მენეჯმენტი აქტიურად ჩაერთო სამინისტროს საქმიანობაში, ასოცირების შეთანხმების გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესასრულებლად დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობს ევროდირექტივებთან ჰარმონიზაცია, ამ პროცესის ეფექტურად განხორციელებისათვის სამინისტრო თანამშრომლობს როგორც ევროკავშრთან, ასევე სხვა დონორებთან. ამავდროულად, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ კვლავაც ვრჩებით შედეგზე და არა ხარჯვის პროცესზე ორიენტირებული. ჩვენ ვმუშაობთ ისეთ პროექტებზე რაც რეალურ ცვლილებებს და წარმატებას მოუტანს ქვეყანას“,-აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები