“ჰამასის“ თავდასხმების შემდეგ უსაფრთხოების აღსადგენად წლებია საჭირო” – ბენი განცი
ისრაელს 7 ოქტომბრის „ჰამასის“ თავდასხმების შედეგად განადგურებული სამხრეთი თემების რეაბილიტაციისთვის წლები დასჭირდება და ღაზას სექტორში დაგეგმილ სახმელეთო შეტევას გასცდება, – ამის შესახებ ისრაელის ომის კაბინეტის წევრმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბენი განცმა განაცხადა.
„ღაზას ტერორის წინააღმდეგ ბრძოლა გაგრძელდება ღაზის სექტორის ტერიტორიის ფარგლებში, შეაღწევს ღრმად ყველგან და ნებისმიერ დროს, რაც საჭიროა იმ თემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომლებიც აღდგება და აღადგენს რეგიონს“, – თქვა განცმა.
მისი თქმით, სახმელეთო ოპერაცია ხანგრძლივი პროცესის მხოლოდ ერთი ეტაპი იქნება.
„მანევრი იქნება ხანგრძლივი პროცესის მხოლოდ ერთი ეტაპი, რომელიც მოიცავს თავდაცვით, დიპლომატიურ და სოციალურ ასპექტებს, რომელსაც წლები დასჭირდება“, – აღნიშნა მან.