ირაკლი ღარიბაშვილი: “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში, ძალიან კარგი საუბარი მქონდა სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან
“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში, ძალიან კარგი საუბარი მქონდა სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე” წერს.
მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობა, ისევე როგორც ჩვენი მზაობა მშვიდობის პროცესში წვლილის შეტანასთან დაკავშირებით.
“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის,, ფარგლებში, ძალიან კარგი საუბარი მქონდა სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან.
განვიხილეთ ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობა, ისევე როგორც ჩვენი მზაობა მშვიდობის პროცესში წვლილის შეტანასთან დაკავშირებით.
მოუთმენლად ველი საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას სხვადასხვა მიმართულებით”, – აღნიშნავს პრემიერი.
Great talks w/@NikolPashinyan in the frames of the Tbilisi Silk Road forum of 🇬🇪. Discussed bilateral and regional cooperation & our readiness to contribute to the peace process. Looking forward to further enhancing 🇬🇪-🇦🇲 co-op in various domains. pic.twitter.com/54OuTVFcwP
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) October 26, 2023