“როიტერის” ცნობით, ჩინეთის საჰაერო ძალების 15 თვითმფრინავი ტაივანის საჰაერო სივრცეში შევიდა

ჩინეთის საჰაერო ძალების 15 თვითმფრინავი ტაივანის საჰაერო სივრცეში შევიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერი” ტაივანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამავე ცნობით, დღეს დილით ჩინეთის საჰაერო ძალების 15 თვითმფრინავი, მათ შორის, მოიერიშე თვითმფრინავები და უპილოტო საფრენი აპარატები, ტაივანის საჰაერო თავდაცვის ზონაში შევიდა.

ტაივანი, რომელსაც ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად აცხადებს, ბოლო რამდენიმე წელია, ჩინეთს კუნძულის გარშემო განხორციელებული სამხედრო მოქმედებების გამო აკრიტიკებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები