ებრაელი მოხუცის მომვლელმა „ჰამასის“ ტერორისტი მოისყიდა და 95 წლის ქალი სიკვდილისგან იხსნა

ფილიპინელმა ქალმა, რომელიც ისრაელში 95 წლის ნიცე ჰეფერს უვლიდა, „ჰამასის“ ტერორისტს, მოხუცის სიცოცხლის შენარჩუნების ნაცვლად, თავისი დანაზოგი მისცა.

„ჩემი საფულე გავხსენი და ვუთხარი, ყველაფერი წაეღო. 1500 შეკელი მქონდა იმისთვის, რომ მე და ნიცე გადავრჩენილიყავით. შემდეგ თვითმფრინავის ბილეთი ვაჩვენე და ვთხოვე, რომ ეს არ წაეღო,“ – ჰყვება კამილა ჯესალვა.

შემდეგ ტერორისტმა ჰკითხა, იყო თუ არა სახლში კიდევ ფული, გვერდი აუარა ჯესალვას და ძებნა დაიწყო. შემდეგ მოტრიალდა, ტელეფონი წაართვა და წავიდა.

„სასწაულია, რომ ცოცხლები დავრჩით. დედაჩემს დავურეკე და ვუთხარი, რომ მოვკვდებოდი, ვთხოვე, შვილის ფოტო გამოეგზავნა“, – იხსენებს ის.

სახლიდან ტერორისტების  გასვლის შემდეგ, ჯასალვა და მისი მოხუცი უსაფრთხო ოთახში ჩაიკეტნენ და იქ რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდებოდნენ დახმარებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები