ნოამ და იშაი სლოტკები – ძმები ერთად იბრძოდნენ და ერთადვე დაიღუპნენ
არც ნოამი და არც იშაი არ იმყოფებოდნენ სამხედრო სამსახურში, როდესაც 7 ოქტომბრის დილას მათ რაიონში საგანგაშო სიგნალი ჩაირთო. მაგრამ, როდესაც ძმებმა „ჰამასის“ თავდასხმის მასშტაბები შეაფასეს, გადაწყვიტეს, ერთად წასულიყვნენ ფრონტის ხაზზე. ძმები ჯერ რეზერვში ჩასვეს, თუმცა, ისინი მაშინაც ცდილობდნენ სამხრეთ ქალაქების დახმარებას.
31 წლის ნოამ სლოტკი და 24 წლის იშაი სლოტკი – ორივე მათგანი ალიმიმის კიბუცთან ბრძოლაში მოკლეს. ხუთი დღის შემდეგ ძმები, რომელთაც ცოლ-შვილი ჰყავდათ, იერუსალიმში დაკრძალეს.
„მათ ესმოდათ, რომ ისრაელს დახმარება სჭირდებოდა, რომ ჯარი იმ წუთს ღაზას სექტორთან მდებარე ქალაქებში ვერ გაჩნდებოდა და მათ საკუთარ თავზე აიღეს ეს ამოცანა“, – ამბობს მათი მამა, შემუელ სლოტკი.
შვიდი შვილის მამა, რაბინი სლოტკი ომის დასაწყისში მიიწვიეს „ჰამასის“ მიერ მოკლული ადამიანების ამოსაცნობად. ის ამ სამსახურს იმ ხუთი დღის განმავლობაშიც აგრძელებდა, სანამ მისი ორი შვილი დაკარგული იყო.
გლოვის შემდეგ, იშაის ტყუპი ძმა იონათანი ბრძოლის ხაზზე დაბრუნდა.
„ხალხი მეუბნება, შენი ძმები გმირები არიანო, მაგრამ ჩვენთვის ეს ჩვეულებრივი საქმეა – ეს პირადი პასუხისმგებლობაა, რომელთან ერთადაც გავიზარდეთ. როცა მიხვდებით, რომ ეს მხოლოდ ჩვენი ოჯახის პრობლემა არ არის და რომ სახელმწიფოს დაცვა მთელი ისრაელის ხალხის ისტორიაა – ყველაფერი სხვა აზრს დაკარგავს“,- ამბობს იონათანი.
იონათანმა აღნიშნა, რომ ტყუპისცალი ძმის დაკარგვა მას შემდეგ, რაც გვერდიგვერდ გაიზარდნენ და ცხოვრების უმეტესი ნაწილი ერთად გაატარეს, ენით აღუწერელი ტკივილია.