IDF: ღაზის ჩრდილოეთით გასულ ღამეს სახმელეთო ოპერაციები ჩატარდა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღამით ღაზის ჩრდილოეთით სახმელეთო ოპერაციები ჩაატარეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

„ეს იყო მიზანმიმართული რეიდები ბრძოლის შემდეგი ეტაპებისთვის მომზადების ფარგლებში. თავდასხმა განხორციელდა ინფრასტრუქტურაზე და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გამშვებ პუნქტებზე“, – აცხადებენ თავდაცვის ძალებში.

მანამდე, პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა, რომ სამხედროები ჯერ კიდევ ემზადებიან სახმელეთო შეჭრისთვის, თუმცა, კონკრეტული დრო არ დაუსახელებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები