ლიბიის პარლამენტმა ისრაელის მხარდამჭერი სახელმწიფოების ელჩებს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა
ლიბიის პარლამენტი მოითხოვს, რომ იმ ქვეყნების ელჩებმა, რომლებიც მხარს უჭერენ ისრაელს, ქვეყანა დატოვონ, – ამის ინფორმაციას ლიბიის პარლამენტი ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქვეყნები არ შეაჩერებენ ისრაელის მხარდაჭერას, პარლამენტი მთავრობას მოსთხოვს, შეაჩეროს ნავთობისა და გაზის ექსპორტი იმ კონკრეტული სახელმწიფოებისთვის.
„პარლამენტი მკაცრად გმობს აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და იტალიის მთავრობების ქმედებებს“, – წერია განცხადებაში.
პარლამენტში აცხადებენ, რომ „ეს ქვეყნები მხარს უჭერენ ისრაელს ღაზის სექტორში ჩადენილ დანაშაულებში, ხოლო მათი ლიდერები ლექციებს ატარებენ ადამიანის უფლებებზე“.