აშშ-ის მეინის შტატის ქალაქ ლუისტონში სროლას, სულ მცირე, 22 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას NBCNews-ი ავრცელებს.
მათი ცნობით, დაშავებულია, მინიმუმ, 60 ადამიანი.
ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, რომ დაშავებულთა ან გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს.
როგორც მედია წერს, სროლა რამდენიმე ადგილას მოხდა. თავდასხმაში ეჭვმიტანილი იძებნება.