ორბანის ადმინისტრაცია: უნგრეთი უფრო დიდხანს დარჩება ევროკავშირში, ვიდრე ბორელი თანამდებობაზე

უნგრეთი ევროკავშირის წევრად უფრო მეტხანს დარჩება, ვიდრე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი თავის თანამდებობაზე, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა, გერგეი გუიაშმა განაცხადა.

„უნდა დავამშვიდო [ბორელი] … უნგრეთი დარჩება ევროკავშირის წევრად ბევრად მეტხანს, ვიდრე ის იქნება ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელი“, – განაცხადა გუიაშმა სამთავრობო ბრიფინგზე, რომელიც ტელეკომპანია M1-ით გადაიცემოდა.

მანამდე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ თანამედროვე ევროკავშირი, ბუდაპეშტზე ზეწოლით, სსრკ-ს ცუდი პაროდიაა, რაზეც ბორელმა უპასუხა: „არავინ ავალდებულებს უნგრეთს, რომ ევროკავშირის წევრი იყოს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები