აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას ახალი სპიკერი ჰყავს

Newly elected US House Speaker Mike Johnson is sworn in at the US Capitol in Washington, DC, on October 25, 2023. Republicans on October 24 made their fourth pick in just two weeks to replace the ousted speaker of the US House of Representatives, underlining the chaos engulfing the fragmented party after three previous nominees failed to win the gavel. (Photo by TOM BRENNER / AFP) (Photo by TOM BRENNER/AFP via Getty Images)

კევინ მაკკარტის ისტორიული გადადგომიდან სამი კვირის შემდეგ, აშშ-ში წარმომადგენელთა პალატის ახალი სპიკერად პარლამენტარი მაიკ ჯონსონი აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რესპუბლიკელ ჯონსონს 220 ხმა ჰქონდა, ხოლო დემოკრატ ჰაკიმ ჯეფრისს 209 ხმა.

ახლად არჩეულმა სპიკერმა ფიცი უკვე დადო და დემოკრატების ლიდერს ჰეკიმ ჯეფრისს და ყოფილ სპიკერს კევინ მაკკარტის მადლობა გადაუხადა.

ცნობისთვის, მაიკ ჯონსონმა აღნიშნულ თანამდებობაზე კევინ მაკკარტი ჩაანაცვლა, რომელიც მიმდინარე თვის დასაწყისში 216 ხმით გადააყენეს.

მაკკარტის გადაყენებას წინ უძღოდა „რესპუბლიკელი“ კონგრესმენის, მეტ გეტცის უკმაყოფილება, რომელმაც თანაპარტიელი „დემოკრატებთან“ კომპრომისში დაადანაშაულა და თქვა, რომ მან უზრუნველყო 45-დღიანი ბიუჯეტის მიღება, რათა თავიდან აეცილებინა ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერება.

გარდა ამისა, მან მაკკარტი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან უკრაინის დასაფინანსებლად საიდუმლო გარიგებაშიც დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები