ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება.

„ჩვენ ვემზადებით სახმელეთო შეჭრისთვის. არ დავაკონკრეტებ როდის და როგორ. მე ასევე არ დავაკონკრეტებ მოსაზრებების სპექტრს, რომელთა უმეტესობა საზოგადოებამ არ იცის. და ეს ასე უნდა იყოს. ეს არის გზა, რათა დავიცვათ ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე“, – აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.

ნეთანიაჰუს თქმით, სახმელეთო შეჭრის დროის შესახებ ერთსულოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

„ოპერაციის ჩატარების დრო ერთხმად განისაზღვრა ომის კაბინეტმა და შტაბის უფროსმა“, – აცხადებს ისრაელის პრემიერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები