“ახლა ერთიანობის და ერთი მიმართულებით, ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობის დროა” – ევროკავშირის ელჩი
„ახლა ერთიანობის და ერთი მიმართულებით, ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობის დროა’’, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
„ევროკავშირის თვალსაზრისით, ეს არის გადამწყვეტი მომენტი, როდესაც ჩვენ გვჭირდება, რომ ბევრი ვიშრომოთ, რათა დავარწმუნოთ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საკმარის პროგრესს მიაღწია“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ევროკავშირის ელჩმა კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერმინისტრის ბრიუსელში ვიზიტის შესახებაც.
„მიხარია, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი დღეს ბრიუსელში იმყოფება და „გლობალური კარიბჭის“ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას. მან, ასევე, რამდენიმე შეხვედრა გამართა დაინტერესებულ მხარეებთან. ჩვენ წინაშე ინტენსიური დღის წესრიგია და ახლა ერთიანობის და ერთი მიმართულებით, ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობის დროა“, – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.