პრეზიდენტი დიპლომატებს ხვდება
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს ხვდება. დიპლომატებისა და პრეზიდენტის შეხვედრა ორბელიანის სასახლეში მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი უკვე რამდენიმე კვირაა, შეხვედრებს მართავს როგორც ოპოზიციის, ისე – არასამთავრობო სექტორის თუ დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან.