ნიკოლოზ სამხარაძე: ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დადებითი იქნება

“ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დადებითი იქნება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპტიმიზმის საფუძველს გატარებული რეფორმები იძლევა.

“სჯობს, დაველოდეთ, ჯერ ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნებას და შემდეგ ევროსაბჭოს სამიტს, რომელიც დეკემბრის შუა რიცხვებში იქნება. იქ საბოლოოდ დადასტურდება ჩვენი იმედები და პოზიტიური განწყობა. ის რეფორმები, რომლებიც საქართველომ გაატარა, ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, რომ დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – აღნიშნა სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები