ნიკოლოზ სამხარაძე: „ნაცმოძრაობა“ გახლეჩის პირასაა

“ცხადია, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ გახლეჩის პირასაა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძე იმედოვნებს, რომ მომავალ პარლამენტს ჯანსაღი ოპოზიცია ეყოლება.

„დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ პარლამენტში ჩვენ გვეყოლება არა ანტისახელმწიფოებრივი ოპოზიცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გამოდის, მათ შორის, სტატუსზე, არამედ ჯანსაღი ოპოზიცია. გვეყოლება ისეთ ოპოზიცია, ვისთანაც საგნობრივი დისკუსია იქნება სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის, გარემოს დაცვაზე, სოციალურ საკითხებზე, ინფრასტრუქტურასა და იმ საკითხებზე, რაც მართლაც მნიშვნელოვანია და არა იყოს ვიწრო უაზრო პოლიტიკური კინკლაობა და ერთმანეთის მანჯურიის აგენტების დაბრალება“, – განაცხადა სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები