ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ თავდასხმამდე ირანი “ჰამასს” ეხმარებოდა

ირანი თავდასხმამდე „ჰამასს“ უშუალოდ ეხმარებოდა, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი, დანიელ ჰაგარი აცხადებს.

„ირანი ომამდე „ჰამასს“ სამხედრო წვრთნებით, იარაღით, ფულით და ტექნოლოგიებით უშუალოდ ეხმარებოდა.
ირანი ახლაც აგრძელებს „ჰამასის“ დახმარებას სადაზვერვო ინფორმაციით და ინტერნეტში ისრაელის წინააღმდეგ აგრესიის წაქეზებით“, – განაცხადა ჰაგარიმ პრესკონფერენციაზე

პრესკონფერენციის დასასრულ, ჰაგარიმ ჩრდილოეთ ღაზას მოსახლეობას მოუწოდა, რომ სამხრეთისკენ გადაადგილდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები