IDF: „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაური ლიკვიდირებულია

ლიკვიდირებულია „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაური, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღაზას სექტორში საჰაერო იერიშების შედეგად, მოკლულია „ჰამასის“ ჩრდილოეთ ხან იუნის ბატალიონის მეთაური, ტაისირ მუბაშერი.

„მუბაშერს სამხედრო სფეროში დიდი გამოცდილება ჰქონდა, იგი ტერორისტულ თავდასხმებს ხელმძღვანელობდა და მუ­ჰა­მედ ალ-დე­ი­ფთან დაახლოებულ პირად ითვლებოდა“, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები