კამალა ჰარისი: ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე, ბაიდენის ადმინისტრაცია დაუღალავად მუშაობს

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე, ბაიდენის ადმინისტრაცია დაუღალავად მუშაობს, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი, კამალა ჰარისი აცხადებს.

„მინდა, ვაღიარო, რომ ეს არის ძალიან რთული მომენტი, მსოფლიოს კონტექსტში. განსაკუთრებით ის, რაც ხდება ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმით, პალესტინელებისა და ყველასთვის, ვინც განიცდის მსოფლიოს ამ რეგიონში შეტევას. ერთადერთი, რაც შემიძლია, ყველას მოგახსენოთ, არის ის, რომ ჩვენ ვმუშაობთ და ჩვენი პრეზიდენტი მუშაობს დაუღალავად”, – განაცხადა ჰარისმა.

ჰარისმა ასევე თქვა, რომ ჰუმანიტარული ღირებულებები პრიორიტეტია.

„პირველი, ჩვენ მხარს ვუჭერთ ისრაელის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი. პრიორიტეტია ჰუმანიტარული ღირებულებები, აუცილებელია – დაცული იყოს ომის წესები, რომ არ იყოს განზრახ თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე და მოხდეს ჰუმანიტარული დახმარების ადმინისტრირება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა არ მოხდეს ესკალაცია, განსაკუთრებით – ირანის მარიონეტული წარმომადგენლების მიერ მსოფლიოს ამ რეგიონში“, -განაცხადა ჰარისმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები