პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ, ღაზას სექტორში 2 000-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა და 5 000-ზე მეტი დაშავდა, – ამის შესახებ ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) პრესრელიზში.
მათივე ცნობით, გასული 18 დღის განმავლობაში, ღაზას სექტორში განხორციელებულმა თავდასხმებმა, 2 360 ბავშვი იმსხვერპლა, 5 364 კი დაშავდა.
ამასთან, რეგიონში ყოველდღიურად 400-ზე მეტი ბავშვი იღუპება ან ზიანდება. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა 30-ზე მეტი ისრაელელი ბავშვი, ათობით კი ღაზას სექტორში კვლავ ტყვედ რჩება.
„ეს 18-დღიანი პერიოდი ღაზას სექტორსა და ისრაელში ბრძოლების ყველაზე სასიკვდილო ესკალაციას წარმოადგენს, რასაც გაერო 2006 წლიდან მოჰყვა“, – ნათქვამია ორგანიზაციაში.
იუნისეფის ცნობით, მანამდე პალესტინის ანკლავის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 7 ოქტომბერს კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ ღაზას სექტორში 5 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 15 000-ზე მეტი კი დაშავდა. ისრაელში, ქვეყნის ოფიციალური წყაროების თანახმად, დაახლოებით 1 400 ადამიანი დაიღუპა.