ბაიდენი: ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება საკმარისად სწრაფად არ შედის
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება საკმარისად სწრაფად არ შედის.
ჟურნალისტების კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა, რომ ღაზაში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობა სწრაფად იღებს ჰუმანიტარულ დახმარებას, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „საკმარისად სწრაფი არ არის“.
აღნიშნული განცხადება ბაიდენმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გაეროს მთავარმა სააგენტომ განაცხადა, რომ ღაზა შეწყვეტს მუშაობას 24 საათის განმავლობაში, თუ არ მოხდება საწვავის გადაუდებელი მიწოდება.