კარგი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა. შევაფასეთ 12 ძირითადი პრიორიტეტის შესრულებისთვის საქართველოს ბოლოდროინდელი ძალისხმევა, რაც აისახება გაფართოების ანგარიშში, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ X-ზე (Twitter) წერს.
როგორც ოლივერ ვარჰეი აღნიშნავს, საქართველო ევროკავშირის ოჯახს მიეკუთვნება და ყველა მხარდაჭერას მიიღებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
„კარგი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა.
შევაფასეთ 12 ძირითადი პრიორიტეტის შესრულებისთვის საქართველოს ბოლოდროინდელი ძალისხმევა, რაც აისახება გაფართოების ანგარიშში.
ქვეყნის ძალისხმევა კარგად იქნა მიღებული.
საქართველო ევროკავშირის ოჯახს მიეკუთვნება და ყველა მხარდაჭერას მიიღებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“, – წერს ოლივერ ვარჰეი.
Was good to meet PM @GharibashviliGe
We assessed recent developments addressing the 12 key priorities which will be in the 🇬🇪Enlargement Report.
The efforts of #Georgia is well received.
Georgia belongs to the EU family & it will get all the support on its EU path. pic.twitter.com/4DLVJmIeml
— Oliver Varhelyi (@OliverVarhelyi) October 24, 2023