ღაზას სექტორზე სარაკეტო თავდასხმას უკრაინის მოქალაქე ორი ბავშვი ემსხვერპლა
ღაზას სექტორზე სარაკეტო თავდასხმას უკრაინის მოქალაქეობის მქონე ორი ბავშვი ემსხვერპლა, – ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო ადასტურებს.
მისი თქმით, დაღუპული უკრაინელი ბავშვების ასაკი ექვსი და ცხრა წელია.
„ვუსამძიმრებთ მშობლებს. ქალაქ რამალაში უკრაინის წარმომადგენლობა ტრაგედიის ყველა გარემოებას იძიებს და გარდაცვლილების ნათესავებთან კონტაქტზეა“, – განაცხადა ნიკოლენკომ.