ემანუელ მაკრონი – ისრაელის პრეზიდენტს: ტერორიზმის წინააღმდეგ ომში მარტო არ ხართ

ადამიანები იმის გამო მოკლეს, რომ ისინი ებრაელები იყვნენ, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ისრაელის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა.

„ეს ადამიანები მხოლოდ იმიტომ მოკლეს, რომ ისინი ებრაელები იყვნენ და მათ მშვიდობიანად ცხოვრება სურდათ“, – განუცხადა მაკრონმა ისააკ ჰერცოგს.

შეხვედრაზე მაკრონმა ისრაელის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და პრეზიდენტ ჰერცოგის აზრი გაიზიარა იმასთან დაკავშირებით, რომ მძევლების გათავისუფლება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.
„მინდა, დარწმუნებულები იყოთ, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ომში მარტო არ ხართ“, – აღნიშნა მაკრონმა.

ცნობილია, რომ ემანუელ მაკრონი პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთანაც გამართავს შეხვედრას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები