ემანუელ მაკრონი ისრაელში ჩავიდა

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი თელ-ავივში ჩავიდა, რათა ისრაელის მიმართ თავისი ქვეყნის სრული სოლიდარობა გამოხატოს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვიზიტის დროს საფრანგეთის პრეზიდენტი ყურადღებას გაამახვილებს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობაზე იმ ფონზე, როდესაც ისრაელი ანკლავს ინტენსიურად ბომბავს და სახმელეთო შეჭრისთვის ემზადება.

ემანუელ მაკრონი ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები