„ჩნდება რაღაცები, რაც საბჭოთა დროს გვახსენებს“ – ვიქტორ ორბანი ევროკავშირს აკრიტიკებს

Hungarian Prime Minister Viktor Orban holds a news conference after the parliamentary election in Budapest, Hungary April 6, 2022. REUTERS/Bernadett Szabo

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირში წევრობა საბჭოთა კავშირის ოკუპაციას შეადარა.

ამის შესახებ მან 1956 წლის ანტისაბჭოთა რევოლუციის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი ცდილობს, უნგრეთს ლიბერალური დემოკრატიის მოდელის დაწესებით იდენტობა წაართვას, რაც მათთვის მიუღებელია.

„დღეს ჩნდება ისეთი რაღაცები, რაც საბჭოთა დროს გვახსენებს. დიახ, ხდება, რომ ისტორია მეორდება. საბედნიეროდ, ის, რაც ოდესღაც ტრაგედია იყო, ახლა საუკეთესო შემთხვევაში კომედიაა. საბედნიეროდ, ბრიუსელი არ არის მოსკოვი. მოსკოვი ტრაგედია იყო. ბრიუსელი უბრალოდ ცუდი თანამედროვე პაროდიაა. ჩვენ უნდა გვეცეკვა იმ მელოდიაზე, რომელსაც მოსკოვი უსტვენდა. ბრიუსელიც უსტვენს, მაგრამ ჩვენ ისე ვცეკვავთ, როგორც გვინდა და თუ არ გვინდა, მაშინ არ ვცეკვავთ!“, – აღნიშნა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები