„ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლებული კიდევ ორი პირის ვინაობა ცნობილია
„ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლებული კიდევ ორი პირი 79 წლის ნურიტ კუპერი და 85 წლის იოჩევედ ლიფშიცი არიან.
უცხოური მედიის ცნობით, ორივე მათგანი თავიანთი სახლებიდან გაიტაცეს, მათი ქმრები კი ღაზაში რჩებიან.
როგორც ეგვიპტური მედია იუწყება, გათავისუფლებული ქალები ეგვიპტისა და ღაზის სექტორის საზღვარზე, რაფაჰის საგუშაგოზე იმყოფებიან. ისინი კაიროს ძალისხმევის შედეგად გაათავისუფლეს.