ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ჰამასის“ საჰაერო ძალების ხუთი მეთაური მოკლეს

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ბოლო დღეებში ღაზის სექტორში განხორციელებული დარტყმების შედეგად „ჰამასის“ საჰაერო ძალების ხუთი მეთაური მოკლეს.

მათივე ცნობით, „ჰამასის“ საგარეო ძალების მეთაურები პასუხისმგებელნი იყვნენ 7 ოქტომბერს მომხდარ საჰაერო თავდასხმაში.

ცნობისთვის, 14 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰამასის“ საჰაერო ძალების ხელმძღვანელის, მურად აბუ მურადის მოკვლის შესახებ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები