პენტაგონმა სირიაში ამერიკელ ჯარებზე თავდასხმის შესახებ განაცხადა

სირიაში ამერიკელ ჯარებს თავს დაესხნენ, მსხვერპლი არ მოჰყოლია, – ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა.

„დღეს დილით სირიაში თავდასხმა განხორციელდა აშშ-სა და კოალიციის ძალებზე. მსხვერპლი და დაზიანება არ ყოფილა“, – აღნიშნა მან ინციდენტის დეტალებზე საუბრისას.

მანამდე Fox News-ის ჟურნალისტი ლიზ ფრიდენი, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებზე დაყრდნობით, სოციალურ ქსელ X-ში იუწყებოდა, რომ სირიის ბაზას, სადაც ამერიკელი ჯარები იყვნენ განლაგებული, დრონებით თავს დაესხნენ. შესაბამისი ინფორმაცია „რია ნოვოსტის“ პენტაგონის წარმომადგენელმა დაუდასტურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები