რიში სუნაკი: საავადმყოფოში აფეთქება, სავარაუდოდ, ღაზის ტერიტორიიდან გასროლილმა რაკეტამ გამოიწვია
ღაზის საავადმყოფოში აფეთქება, სავარაუდოდ, ღაზის ტერიტორიიდან გასროლილმა რაკეტამ გამოიწვია და არა ისრაელის რაკეტამ, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა.
„ბრიტანეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ აფეთქება სავარაუდოდ გამოწვეული იყო რაკეტით, ან მისი ნაწილით, რომელიც გასროლილი იქნა ღაზიდან ისრაელის მიმართულებით.
ამ ინციდენტის არასწორად გავრცელებამ ნეგატიური გავლენა იქონია რეგიონში“, – განუცხადა სუნაკმა პარლამენტს.
შეგახსენებთ, ღაზას სექტორში ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას ასობით ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელი აცხადებს, რომ ღაზას საავადმყოფოში აფეთქება დაჯგუფება “ისლამური ჯიჰადის” რაკეტამ გამოიწვია. „ისლამური ჯიჰადი“ აფეთქებასთან კავშირს უარყოფს და ისრაელის ბრალდებას სიცრუეს უწოდებს. „ჰამასი“ მომხდარში ისრაელს ადანაშაულებს.