ევროკავშირის ქვეყნები უკრაინის დახმარების ახალ პაკეტზე ვერ შეთანხმდნენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის სამხედრო დახმარების შემდეგი პაკეტის გამოყოფაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ლუქსემბურგში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ განვიხილეთ უკრაინის გადაუდებელი საჭიროებები და მათი დაკმაყოფილების გზები… ევროპის მშვიდობის ფონდის სამხედრო დახმარების მერვე ტრანშის საკითხის გადაჭრა ჯერ კიდევ ვერ მოვახერხეთ, კვლავ ვცდილობთ გამოსავლის პოვნას, მაგრამ ბოლოს მაინც ვიპოვით“, – განაცხადა მან.

ცნობისთვის, სექტემბერში, ევროკომისიამ უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, ევროკავშირს, 2024 წლიდან 2027 წლამდე, ბიუჯეტიდან დამატებით 50 მილიარდი ევროს გამოყოფა შესთავაზა.

ამავდროულად, როგორც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა, მომავალი წლიდან ევროპული დახმარება უპირობო არ იქნება, მის მისაღებად კიევის ხელისუფლებას, რეფორმებისა და ინვესტიციების ჩათვლით, რეკონსტრუქციის გეგმის მომზადება მოუწევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები