“უკრაინაში რუსეთის შეჭრას 508 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა” – უკრაინის გენერალური პროკურატურა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის შედეგად დაიღუპა 508 და დაშავდა 1 138 ბავშვი.

მათივე განმარტებით, ეს მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან მიმდინარეობს სამუშაოები საომარი მოქმედებების ადგილებზე, დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე.

ყველაზე მეტი, 492 ბავშვი დონეცკის დაიღუპა და დაშავდა, 304 – ხარკოვში, 130 – ხერსონში, 129 – კიევში, 99 – ზაპოროჟიეს ოლქში, 97- მიკოლაივის, 96 – დნეპროპეტროვსკის, 72 – ჩერნიგოვის და 67 – ლუგანსკის ოლქში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები