ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული დადასტურებული ცნობით, ღაზაში, „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი 222 ადამიანი იმყოფება.
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარმა განმარტა, თუ რატომ იზრდებოდა მძევლების დადასტურებული რაოდენობა.
მისი თქმით, მძევლებს შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მათ ოჯახებთან დაკავშირებას დრო სჭირდება.
„ჩვენ ყველანაირად ვმუშაობთ მძევლების გასათავისუფლებლად და სახლში დასაბრუნებლად“, – თქვა ჰაგარმა.
ისრაელის თავდაცვის ძალებში გუშინ განაცხადეს, რომ ღაზაში 212 მძევალი იმყოფებოდა.