როგორი ამინდებია მოსალოდნელი – გრძელვადიანი პროგნოზი
საქართველოში ჰაერის თბილი ტემპერატურა კვირის ბოლომდე გასტანს. ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზირების ბიუროს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, 14 სექტემბრამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება ან კლება მოსალოდნელი არ არის.
„კვირის ბოლომდე საქართველოში მნიშვნელოვანი ტემპარატურული ცვლილება ნაკლებად მოსალოდნელია, კვლავ თბილი ტემპერატურა შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 29-30 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 31-34 გრადუსი იქნება. პერიოდულად მოსალოდნელია ხანმოკლე ხასიათის წვიმები ელჭექით“, – განაცხადა დოდო გვაზავამ.