რუსებმა ოდესაზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს – დაზიანდა საპორტო ინფრასტრუქტურა
რუსულმა ძალებმა ოდესაზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.
კიპერის განცხადებით, უკრაინელებმა 9 დრონი ჩამოაგდეს. ერთ-ერთი დრონის ნამსხვრევებმა საპორტო პორტის ინფრასტრუქტურის საწყობის სახურავი დააზიანა და ხანძარი გაჩნდა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
უკრაინის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, რუსეთმა წუხელ უკრაინას „შაჰედის“ ტიპის 13 დრონით, Х-59 ტიპის მართვადი რაკეტით და დაუდგენელი ტიპის დრონით შეუტია, თუმცა, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ყველა საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს.